ინიესტა:
Aa
Aa

ინიესტა: "შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, "იუვენტუსთან" (0:0) შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"იუვენტუსთან დავმარცხდით და "ჩემპიონთა ლიგას" გამოვეთიშეთ. ხვალიდან უკვე "რეალთან" მატჩზე უნდა გადავერთოთ.

თუ ლა ლიგის მოგება გვსურს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ვიცი, თუ რა ატმოსფერო იქნება იქ, თუმცა ამ რთული მიზნის მიღწევას ყველანაირად ვეცდებით". - განაცხადა ინიესტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები