ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "ვცადეთ, თუმცა არ გამოგვივიდა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "იუვენტუსთან" (0:0) შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"სახალისო მატჩი გამოდგა, რადგან ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა და ბურთი სულ შეტევაში იყო, თუმცა გოლი არ გავიდა.

როცა 3:0 გაქვს წაგებული, უნდა გარისკო და ყველანაირ ხერხს მიმართო, რადგან დასაკარგი აღარაფერი გაქვს. კარის მიმართულებით 14 დარტყმა შევასრულეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით.

მაქსიმალურად ვეცადეთ, სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. "ჩემპიონთა ლიგას" დავემშვიდობეთ და ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ". - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები