ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ვფიქრობ, ეს დაუმსახურებლად ვერ მოხდებოდა"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ბარსელონასთან" (0:0) შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"კარგად ვითამაშეთ, რადგან "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში გავედით, თანაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. ვფიქრობ, ეს დაუმსახურებლად ვერ მოხდებოდა.

კონტრშეტევებში დიდად კარგად ვერ გადავდიოდით, თუმცა დაცვამ საუცხოოდ ითამაშა.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის 2 მატჩში გოლი ვერ გაგვიტანა, ეს ბრწყინვალე შედეგია.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და ახლა მთავარია, ეს ფორმა შევინარჩუნოთ". - განაცხადა ალეგრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები