დანი ალვეში:
Aa
Aa

დანი ალვეში: "შანსები 60:40-ზეა"

"იუვენტუსის" ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, "ბარსელონასთან" მოახლებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემთვის აქ დაბრუნება განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. "ნოუ კამპზე" კიდევ ერთხელ თამაში დიდი სიამოვნებაა. 

ვფიქრობ, გასვლის შანსი 60% გვაქვს. არავითარ შემთხვევაში დაცვითი ფეხბურთი არ უნდა ვითამაშოთ, პირიქით გოლის გატანაზე უნდა ვიზრუნოთ. 

რა თქმა უნდა, "ბარსას" ჩემ გულში თავისი კუთხე აქვს, თუმცა დღეს მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ვფიქრობ". - აცხადებს ბრაზილიელი. 

დანი ალვეში "ბარსელონას" შემადგენლობაში 2008-2016 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად 23 ტიტულის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები