ჟარდიმი:
Aa
Aa

ჟარდიმი: "ეს თამაში ჩვენთვისაც და მეტოქისთვისაც 1/2 ფინალში გასვლის შანსია"

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, "დორტმუნდთან" მოახლებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა გუნდმა საკუთარი "დნმ" უნდა შეინარჩუნოს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს. 

ვიცი, რომ "დორტმუნდი" ახლა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე - ერთი კვირის წინ. მათ კასტრო და როისი უბრუნდებათ, რომლებიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. 

წინ 90 წუთია და ის, როგორც ჩვენთვის, ასევე მეტოქისთვის, 1/2 ფინალში გასვლის შანსია. ამ შეხვედრას ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც მიმდინარე სეზონის ყველა ჩატარებულ მატჩს ამ ტურნირზე". - განაცხადა ჟარდიმმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები