ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "შეტევა, შეტევა და შეტევა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "იუვენტუსთან" მოახლებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვართ, როგორც "პსჟ"-სთან საპასუხო შეხვედრის წინ, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ახლა 3 გოლის გატანა გვჭირდება და არა - 4-ის. მეორე მხრივ, მგონია, რომ "იუვეს" შანსები ექნება და უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, 5 გოლის გატანაზე უნდა ვიფიქროთ. 

თუკი გოლს სტარტზევე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, "ნოუ კამპის" საოცარი ატმოსფერო და გულშემატკივარი მეორის და მესამის გატანაშიც დაგვეხმარება.

დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ასე რომ, მხოლოდ შეტევა, შეტევა და შეტევა. 

ფანებს მინდა ვუთხრა, რომ არ წავიდნენ 80-ე წუთზე, რადგან ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვაქვს, რათა ეს საღამოც ისტორიაში ჩავწეროთ". - განაცხადა ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები