სტროტმანი
Aa
Aa

სტროტმანი "რომასთან" გაახანგრძლივებს

იტალიური "რომას" ნახევარმცველი, კევინ სტროტმანი, კლუბთან არსებულ ხელშეკრულებას, 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. 

აღნიშნულზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. ჰოლანდიელი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროსა და პლიუს ბონუსებს აიღებს. 

26 წლის სტროტმანი დედაქალაქურ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს და მასთან ერთად 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები