მასკერანომ შესაძლოა
Aa
Aa

მასკერანომ შესაძლოა "იუვენტუსთან" ვერ ითამაშოს

"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, კლუბის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. 

მასკერანოს კუნთის პრობლემა აქვს და მართალია, დაზიანება სერიოზული არაა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მოახლოებულ თამაშში მონაწილეობის მიღებას. 

"ბარსელონას" ხვალინდელ მატჩში რაფინია და ვიდალი არ ეყოლება. საეჭვოა არდა თურანის თამაშიც. სტუმართა მხარეს მარკო პიაცა არ იქნება, ხოლო პაულო დიბალა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, დიდი ალბათობით, შეხვედრას ძირითადში დაიწყებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები