მათეუსი: „ბაიერნმა“ გუარდიოლა არ უნდა გაუშვას
Aa
Aa

მათეუსი: „ბაიერნმა“ გუარდიოლა არ უნდა გაუშვას

„ბაიერნის“ ყოფილი მოთამაშე, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ მიუნხენურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსეპ გუარდიოლა არ უნდა დაითხოვოს.

„ამ მომენტში გუარდიოლას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ის სიტუაციას ძველებურად ვეღარ აკონტროლებს, თუმცა ვთვლი რომ მას კლუბმა დრო უნდა მისცეს. მისი განთავისუფლება არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა ლოთარ მათეუსმა

გუარდიოლას ხელმძღვანელობით, „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში „ბუნდესლიგის“ მოგება მოახერხა. „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალის პირველ მატჩში კი, მიუნხენელები „ბარსელონას“ წინააღმდეგ 3-0 განადგურდნენ და დიდი ალბათობით ტურნირს გამოეთიშებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები