Aa
Aa

"მილანმა" მუსაჩიოს ტრანსფერი შეათანხმა!

Sky Sport Italia-ს ცნობით, "მილანმა" ესპანურ "ვილიარეალთან" მატეო მუსაჩიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 

ესპანელები არგენტინელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებენ. გარდა ამისა, სეზონის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის ბონუსებიც ჩაერიცხებათ. 

26 წლის მუსაჩიოს გადაყვანა "მილანს" დიდი ხნის მანძილზე სურდა, თუმცა სანამ "როსონერიში" ხელმძღვანელობა არ შეიცვალა, ტრანსფერს საშველი არ დაადგა. 

მუსაჩიო "ვილიარეალის" რიგებში 2010 წლის შემდეგ თამაშობს და მისი მაისურით 246 მატჩი აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები