"ინტერმა" შეთავაზება გაამზადა
იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერმა" დიეგო სიმეონეს გადმოყვანა მყარად გადაწყვიტა და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.
"ნერაძურიმ" არგენტინელს შეთავაზება გაუმზადა, რომლის თანახმადაც, იგი წლიური ხელფასის სახით 10-11 მილიონ ევროს მიიღებს.
ოფიციალური მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.
სიმეონე "ინტერში" ფეხბურთელობისას, 1997-1999 წლებში თამაშობდა. მან კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა.