რამოსმა
Aa
Aa

რამოსმა "ჩემპიონთა ლიგაზე" მე-100 შეხვედრა ჩაატარა

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "ჩემპიონთა ლიგაზე" მე-100 შეხვედრა ჩაატარა. 

იგი გახდა 30-ე ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირზე 100 და მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

31 წლის რამოსის საჩემპიონთალიგო დებიუტი 2005 წელს "ლიონთან" 3:0 წაგებული მატჩისას შედგა. საინტერესოა ისიც, რომ 2 კვირის შემდეგ, "ჩემპიონთა ლიგის" მორიგ ტურში, სერხიო მოედნიდან გააძევეს. 

ამ ტურნირზე "სამეფო კლუბის" ლიდერის ამჟამინდელი სტატისტიკა ასეთია: 100 მატჩი, 10 გოლი, 58 მოგება, 21 ფრე, 21 წაგება, 2 ავტოგოლი, 30 ყვითელი და 3 წითელი ბარათი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები