ლამი:
Aa
Aa

ლამი: "დანაკლისი ჩვენ მიზანს ვერ შეცვლის"

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, "რეალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მე ექიმი არ ვარ და არ ვიცი ვინ ითამაშებს და ვინ - არა. თუმცა რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეთ, ეს მიზანს არ შეცვლის. 

რა თქმა უნდა, მსურს, რომ ლევანდოვსკიმ მოედანზე გამოსვლა მოახერხოს. ის ჩვენთვის დიდი ძალაა. 

ეს ის მატჩია, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ფეხბურთელს სურს და საამისოდ ყველაფერს აკეთებს". - აცხადებს ლამი. 

"რეალი" და "ბაიერნი", დღეს, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები