შექსპირი:
Aa
Aa

შექსპირი: "ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ"

ინგლისური "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა, "ატლეტიკოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს, მით უმეტეს, როცა ასეთ დონეზე თამაშობ. აქ მოხვედრა ნიშნავს, რომ მოგების გარდა ვერაფერზე იფიქრებ და ჩვენც მოედანზე სწორედ საამისოდ გავალთ. 

დაბალანსებული გუნდი გვყავს, რომელსაც დაცავშიც და შეტევაშიც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობა მუდმივად გვერდით გვიდგას და შედეგსაც კარგად ხედავთ - ბოლო 18 თვეში შევძელით ის, რაც ამ რესურსით წარმოუდგენელი იყო. 

ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, 90 წუთი დაცვაში არ ჩავდგებით, რადგან გოლის გატანა გვჭირდება. ვეცდებით თამაში სწრაფ შეტევებზე ავაწყოთ, რაც, ვფიქრობ, კარგად გამოგვდის". - განაცხადა შექსპირმა. 

"ლესტერი" და "ატლეტიკო", დღეს, 22:45 საათზე, "კინგ პოუერ სთედიუმზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები