ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "შანსი მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ არის"...

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "რეალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ საუკეთესო თამაშის ჩვენება გვჭირდება. ერთი კვირის წინ 1/2 ფინალში გასვლის უკეთესი შანსი გვქონდა, ახლა ეს შანსი მცირეა, თუმცა რაც არის მისი გამოყენება უნდა ვცადოთ. 

ამ გუნდში ორი წლის წინ ვმუშაობდი და მასთან ბრწყინვალე მოგონებები მაკავშირებს. 

ლევანდოვსკი თავს კარგად გრძნობს. მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. რაც შეეხებათ ბოატენგსა და ჰუმელსს, ჯერ არ ვიცი შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენ დახმარებას, რადგანაც დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. 

საუკეთესო ბომბარდირის მოედანზე დაბრუნება გვახარებს. ეს ფაქტი ჩვენ თვითრწმენას გვმატებს და შეტევაში საგრძნობლად გვაძლიერებს". - განაცხადა ანჩელოტიმ. 

"რეალი" და "ბაიერნი", დღეს, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები