ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "მატჩის ბედს უმცირესი დეტალები გადაწყვეტს"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ბაიერნთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე ბრწყინვალე გუნდია და მხოლოდ უმაღლესი დონის ოსტატებითაა დაკომპლექტებული. ეს დიდი მატჩი იქნება, რომლის ბედსაც უმცირესი დეტალები გადაწყვეტს. 

ჩემმა გუნდმა თავისი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. საკმარისად კარგად ვემზადებით და მიზანი მხოლოდ მოგებაა, რადგან გერმანიაში დაფიქსირებული შედეგი უკვე დავიწყებული გვაქვს. 

მიუნხენის "ბაიერნი" შინაც და სტუმრადაც წარმატებით თამაშობს და ამ მხრივ მეტოქის დიდ ტრანსფორმაციას არ ველი. ისინი ბოლო წამებამდე იბრძოლებენ.

დარწმუნებული ვარ, მეტოქე 90 წუთის მანძილზე შეგვავიწროვებს და ჩვენ გატეხვას ეცდება. შესაბამისად, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ". - განაცხადა ზიდანმა. 

"რეალი" და "ბაიერნი", დღეს, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები