Aa
Aa

"ბრაიტონმა" პრემიერ ლიგაში თამაში გაინაღდა!

ინლგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში, ლიდერმა "ბრაიტონმა" "უიგანი" 2:1 დაამარცხა, რითაც მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგაში თამაში გაინაღდა. შეხვედრაში გოლები მარეიმ და მარჩმა გაიტანეს.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლი", რომელსაც 85 ქულა აქვს და მდევარ "რედინგს" 6 ქულით უსწრებს.

ფლეი-ოფის ზონაში  "რედინგი", "ჰადერსფილდი", "შეფილდი" და "ფულემი" არიან, მათ გოლების უარესი სხვაობით "ლიდსი" ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ზონაში გასული 4 გუნდი სეზონის ბოლოს ერთმანეთში ითამაშებს. მე-3 ადგილოსანი მე-6 ადგილოსანს შეხვდება, ხოლო მე-4 პოზიციაზე გასული გუნდი ცხრილის მე-5 ადგილოსანს დაუპირისპირდება. საბოლოო ჯამში პრემიერ ლიგის საგზურს 1 გუნდი მოიპოვებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები