ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "თუ კარგად ვითამაშებთ "ქამბექი" შესაძლებელია"!

"ბარსელონას" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს საკუთარი გუნდის "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალში გასვლის ჯერ კიდევ სჯერა.

"უნდა ვირწმუნოთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. თუ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, "ქამბექი" შედგება! ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალება თავისუფლად ვითამაშოთ და მეტოქეს აქტიურად შევუტიოთ.

"იუვენტუსი" დიდებული გუნდია, თუმცა მისი სასურველი სხვაობით დამარცხება არარეალური სულაც არაა. 

ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი 1%-ია. დანარჩენი 99% ღმერთზე, რწმენაზე, გოლებსა და ჩვენი მონდომებაზეა დამოკიდებული". - აცხადებს ნეიმარი. 

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" საპასუხო შეხვედრას 19 აპრილს, "ნოუ კამპზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები