ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნომინანტები დაასახელა
Aa
Aa

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნომინანტები დაასახელა

პროფესიულმა საფეხბურთო ასოციაციამ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტები დაასახელა. 

აღნიშნული ჯილდოსთვის 6 მოთამაშე იბრძოლებს: ედენ აზარი და ნგოლო კანტე (ორივე "ჩელსი), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ალექსის სანჩესი ("არსენალი"), რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი") და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერი"). 

რაც შეეხება წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, მისთვისაც 6 ნომინანტია: დელე ალი და ჰარი კეინი (ორივე "ტოტენჰემი"), ლეროი სანე ("სიტი"), რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი"), ჯორდან პიკფორდი ("სანდერლენდი") და მაიკლ კინი ("ბარნლი"). 

ორივე ნომინაციის გამარჯვებული 23 აპრილს გამოცხადდება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად რიად მაჰრეზი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაში პრიზი - დელე ალიმ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები