მარიამ ბოლქვაძე - ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში - 1/2 ფინალი...
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძე - ერთეულებში 1/4 ფინალი, წყვილებში - 1/2 ფინალი...

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც 18 წლის ქართველი, მარიამ ბოლქვაძეც ასპარეზობს. 

მარიამი წარმატებით გამოდის როგორც ერთეულთა შორის, ასევე წყვილებშიც. მან ერთეულებში 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი გერმანელი, სარა-რებეკა სეკულიჩი იქნება. 

რაც შეეხება წყვილთა გათამაშებას, იქ ქართველი 1/2 ფინალშია. იგი ჩინ-ვენთან ერთად თამაშობს და დღეს ვესელინოვიჩისა და ქსიაოდის წყვილს შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები