Aa
Aa

"მილანის" ახალი ვარიანტი - დანიელ სტარიჯი

იტალიური calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ახალ მფლობელებს სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის შეძენა აქვთ განზრახული. მათგან მინიმუმ 1 უეჭველად ფორვარდი უნდა იყოს, რადგან კარლოს ბაკა "სან სიროს" დატოვებას აპირებს და მას შემცვლელი სჭირდება. 

საამისოდ ერთ-ერთი ვარიანტი "ლივერპულის" ფორვარდი დანიელ სტარიჯია, რომელიც ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და მეორე მხრივ, დიდად არც იურგენ კლოპი ენდობა. გერმანელმა სპეციალისტმა არაერთხელ მიანიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში სტარიჯს კლუბიდან წასვლაში ხელს არავინ შეუძლის. 

სხვა სახელები, რომელთაც "მილანს" უკავშირებენ, ასევე საკმაოდ ხმამაღალია. მაგალითად, კარიმ ბენზემა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალვარო მორატა და ალექსანდრ ლაკაზეტი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები