Aa
Aa

"დინამო" "ეროვნულ ლიგას" სათავეში მოექცა

საქართველოს "ეროვნული ლიგის" მე-7 ტურის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი შეიცვალა. გიორგი დევდარიანის მიერ დამოძღვრილი "ლოკომოტივი", თანაქალაქელმა "დინამომ" ჩაანაცვლა. 

"ლოკო" ტურის საწყის შეხვედრაში გორის "დილას" 3:1-ზე ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 3:3. 

უხვგოლიანი მატჩი ითამაშა "დინამომაც", თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მას გოლები მხოლოდ მეტოქის კარში გაჰქონდა. კახა კაჭარავას შეგირდებმა ქობულეთის "შუქურას", პაპუნაშვილის, ლობჟანიძისა და არაბულის (3) გოლებით, 5:0 გადაურბინა. 

7 ტურის თავზე ლიდერმა "დინამომ" თავი 15 ქულას მოუყარა, "ლოკომოტივს" ერთით ნაკლები აქვს და მეორეა. მესამე-მეოთხე ადგილებს კი, 12-12 ქულით "საბურთალო" და "ტორპედო" იყოფენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები