Aa
Aa

"ევროპის ლიგა" - ყველაზე დამაჯერებელი "აიაქსია"

"ჩემპიონთა ლიგის" შემდეგ, ტრადიციულად, "ევროპის ლიგის" ჯერ დადგა და ამ ტურნირზე 1/4 ფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. 

სათამაშო დღე არცთუ სასიამოვნოდ გაიხსნა. "ლიონისა" და "ბეშიქთაშის" გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს, სტადიონზე შეიჭრნენ და შეხვედრის დაწყებაა ნახევარ საათზე მეტით გადაიდო. 

უშუალოდ თამაში თურქების აქტიურობით დაიწყო და შენოლ გიუნეშის გუნდმა სტარტზევე შეაგდო - ორსვლიანი კომბინაცია გოლით რაიან ბაბელმა დაასრულა. თუმცა "ლიონმა" მებრძოლი ხასიათი აჩვენა. იგი პრაქტიკულად მთელი მატჩი მარცხდებოდა, თუმცა ბოლო წუთებში ჯერ ტოლისო და შემდეგ მორელი ფრანგებს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარნენ - 2:1. 

დიდი უპირატესობის მიუხედავად ვერ მოიგო "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელმაც "ანდერლეხტი" ყველა საფეხბურთო ასპექტში დაჯაბნა. ჟოზე მოურინიოს ბიჭები პირველ ტაიმში ჰენრიხ მხითარიანმა დააწინაურა, რასაც თამაშის ბოლოს დენდონკერის ზუსტი დარტყმა მოყვა - 1:1. საპასუხო შეხვედრის წინ ინგლისელები უკეთეს სიტუაციაში არიან, მაგრამ თავისუფლად შეიძებოდა, რომ 1 კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩს ინტრიგა აღარ ჰქონოდა. 

ვიგოში, "ბალაიდოსზე" "სელტამ" და "გენკმა" უხვგოლიანი თამაში გამოაცხვეს. მე-18 წუთისათვის მასპინძლები უკვე 2:1 იგებდნენ, არადა მე-10 წუთზე ბოეტიუსმა ბელგიელები დააწინაურა, რასაც სისტოსა და ამ ფორმაციის "სელტას" უდავო ლიდერის, იაგო ასპასის გოლები მოყვა. პირველსავე ტაიმში შვედმა ჯონ გუიდეტიმაც შეაგდო და 3:1 გახადა, მაგრამ ესპანელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - მათ კარში 67-ე წუთზე ბაფელმა გაიტანა, რამაც "სელტას" საპასუხო მატჩის წინ მხოლოდ უმცირესი უპირატესობა დაუტოვა. 

გუშინდელ სათამაშო დღეს ყველაზე შედეგიანად ამსტერდამის "აიაქსმა" იბურთავა. მას "შალკეს" სახით რთული მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა "ამსტერდამ არენაზე", მასპინძლებმა, კლაასენის წყვილი გოლის წყალობით იმარჯვეს. მეორე გოლისას მას ასისტენტობა პატრიკ კლუივერტის ვაჟმა, ჯასტინმა გაუწია. საბოლოო ჯამში 2:0 და "შალკე" მეორე მატჩის წინ რთული ამოცანის წინაშეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები