ამბროზინი:
Aa
Aa

ამბროზინი: "მილანის" გაყიდვა სამწუხარო და თან სასიხარულოა"

იტალიური "მილანის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ, კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"რაღაც მხრივ ეს ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ცვლილებების საჭიროებაც აშკარა იყო. არ მგონია, რომ ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე "მილანში" სხვადასხვა თანამდებობაზე წარმატებით მუშაობდა, გუნდიდან უნდა წავიდნენ. მათ შორისაა ადრიანო გალიანიც, რომელსაც კლუბისთვის სარგებლის მოტანა კვლავ შეუძლია. 

მინდა ახალ მფლობელებს წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ სწორედ ისინი არიან ხალხი, ვინც "მილანს" სწორი გზით წაიყვანს". - განაცხადა ამბროზინიმ. 

შეგახსენებთ, რომ მასიმო ამბროზინი "მილანის" ღირსებას 1995-2013 წლებში იცავდა. მას "როსონერის" მაისურით 500-მდე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და პაოლო მალდინის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 2009-2013 წლებში გუნდის კაპიტანი გახლდათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები