რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა"

"ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც "რეალმა" სტუმრად "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა, მადრიდელთა მხრიდან დუბლის ავტორმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმი. "ბაიერნი" ბრწყინვალე გუნდია და მან თამაში აქტიურად დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ნახევარი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. 

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გოლით დავიწყეთ, რამაც საშუალება მოგვცა თამაში უკეთესად გაგვეგრძელებინა და ჩვენი რეალური ძალა გვეჩვენებინა. შემდეგ მეორე გოლის გავიტანეთ, რომელიც საპასუხო მატჩის წინ მცირე უპირატესობას გვანიჭებს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა". - თქვა რონალდუმ. 

"რეალი" და "ბაიერნი" საპასუხო შეხვედრას, მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 18 აპრილს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები