Aa
Aa

"ბაიერნი"-"რეალის" მატჩისათვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

გერმანიაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც "დორტმუნდისა" და "მონაკოს" შეხვედრა ვერ ჩატარდა, ამ ქვეყანაში გასამართი "ჩემპიონთა ლიგის" კიდევ ერთი მატჩისათვის უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული. 

მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გასამართი "ბაიერნისა" და "რეალის" თამაშის დაწყებამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 300-დან 450 პოლიციელამდე იმუშავებს. ასე რომ, თუკი აქამდე სხვადასხვა მატჩებისას "ბაიერნის" საშინაო არენას 700 პოლიციელი იცავდა, დღეს ეს რიცხვი 1000-დან 1150-მდე იქნება. 

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო The Hilton Park Hotel-ის უსაფრთხოებაზე, სადაც "რეალია" დაბინავებული, განუსაზღვრელი რაოდენობის პოლიციელები მუშაობენ. თანაც მადრიდელთა ავტობუსი, არა ამ სასტუმროს პარკინგ ზონაში, არამედ ქალაქის სხვა ტერიტორიაზეა გაჩერებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები