ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "ჩემპიონთა ლიგის" პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეხვედრაა. ამ კლუბთან და მის ბევრ ფეხბურთელთან შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს. "ზიზუსთან" კი - მეგობრობა მაკავშირებს. ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, რაზეც მოგებული "ჩემპიონთა ლიგაც" მეტყველებს. 

ვიცით "რეალს" რა შეუძლია და რა მიზნები აქვს, მათდამი დიდი პატივისცემა გვაქვს, თუმცა ჩვენ საკუთარი გეგმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. 

ურთულესი მატჩი იქნება. მე მჯერა ჩემი გუნდის და იმასაც ყველა ხედავს, რომ ბოლო დროს ძალიან კარგ სათამაშო ფორმაში ვართ". - აცხადებს ანჩელოტი. 

"ბაიერნისა" და "რეალის" მატჩი, "ალიანს არენაზე", 22:45 საათზე დაიწყება. თამაშს იტალიელი რეფერი, ნიკოლა რიცოლი განსჯის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები