Aa
Aa

"დორტმუნდის" ფანების სამაგალითო საქციელი

მოგეხსენებათ, გუშინდელი მატჩი "დორტმუნდსა" და "მონაკოს" შორის, ტერორისტული აქტის გამო, დღეისათვის გადმოიტანეს. 

იმ გულშემატკივრებს, რომლებიც "მონაკოს" გერმანიაში ჩაყვნენ, ბუნებრივია, ღამის გასათევი სჭირდებოდათ. როგორც ცნობილი გახდა, ფანების გარკვეული ნაწილი "დორტმუნდის" გულშემატკივრებმა საკუთარ სახლებში დაპატიჟეს და ღამის გათევა შესთავაზეს. 

შეგახსენებთ, რომ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გერმანული გუნდის ავტობუსთან ნაღმი ამოქმედდა, რის შედეგადაც "დორტმუნდის" მცველი მარკ ბარტრა დაშავდა. ესპანელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თამაში, დღეს, 20:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები