ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "შანსები 50:50-ზეა"

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ტომაშ ტუხელმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"არ ვფიქრობ, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ, რადგან ერთი თამაშის წაგება, თუნდაც დიდი ანგარიშით ("ბაიერნთან" 1:4), ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვთხოვეთ ფეხბურთელებს, რომ ეს მარცხი დაევიწყებინათ, თანაც ეს მაშინ უფრო ადვილი და ამასთანავე აუცილებელია, როცა შაბათი-სამშაბათი-შაბათის გრაფიკით თამაშობ. 

მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და რა დასამალია, მათი ასპარეზობა ჩვენც მოგვწონს. "მონაკოს" როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად - ძალიან ძლიერია. მისი მოთამაშეები ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბრწყინვალედ არიან მომზადებულნი. გუნდში არაერთი ავტორიტეტი და ამომავალი ვარსკვლავია. 

შანსები 50:50-ზეა, რაც ნიშნავს, რომ თუკი მაქსიმუმი არ აჩვენე, წარმატების მიღწევა გაგიჭირდება". - განაცხადა ტუხელმა. 

"ბორუსიასა" და "მონაკოს" შეხვედრა, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე", 22:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები