სანჩესი
Aa
Aa

სანჩესი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა!

ლონდონის „არსენალის“ ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი „მანჩესტერ სიტის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. 28 წლის ფეხბურთელის შეძენა უამრავ გუნდს სურს, თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მისი დამატების ყველაზე დიდი შანსი სწორედ გუარდიოლას გუნდს აქვს.

როგორც „Cooperativa.cl” წერს, სანჩესს „პრემიერლიგაში“ დარჩენა სურს, თუმცა „არსენალისადმი“ პატივისცემის ნიშნად, რომელიმე ლონდონურ გუნდში გადასვლას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, „სიტის“ ჩილელი ფორვარდის დამატება არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში ალექსის სანჩსის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები