ტურემ სილვა ინიესტასა და ჩავის შეადარა
Aa
Aa

ტურემ სილვა ინიესტასა და ჩავის შეადარა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, იაია ტურემ თანაგუნდელი დავიდ სილვა შეაქო და ის ინიესტასა და ხავის შეადარა. 

"მე ისეთი ფეხბურთელების გვერდით მითამაშია, როგორებიც ინიესტა და ჩავი არიან. შემიძლია ვთქვა, რომ დავიდ სილვაც მათი ტიპის ფეხბურთელია. ის ჩვენი კლუბისათვის უდიდესი ძალაა და მოხარული ვარ, რომ "სიტის" რიგებში უკვე 300 მატჩიან ნიშნულს მიაღწია. 

სილვა ყოველთვის თავდაჯერებულია და ნებისმიერ მომენტში იცის რა გააკეთოს. ის ძალიან ჭკვიანი და გამოცდილია. მასთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. 

ის პრემიერ ლიგასაც მშვენივრად მოერგო და ვფიქრობ, სწორედ მისნაირი მოთამაშეები გვჭირდება, ვინც თამაშს გააკონტროლებს და იქნება ჭკვიანი". - დასძინა ტურემ. 

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა მანჩესტერულ კლუბში 2010 წლის შემდეგ თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები