ტალახაძის მორიგი რეკორდი
Aa
Aa

ტალახაძის მორიგი რეკორდი

ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა 217 კგ დაძლია და უწინდელი რეკორდი, რომელიც ირანელ ბეჰდად სალიმის ეკუთვნოდა, კილოგრამით გააუმჯობესა.

23 წლის ქართველმა ძალოსანმა სპლიტში გამართული ჩემპიონატი აშკარა უპირატესობით მოიგო. ორჭიდში მან 467 კგ (2017+250) აჩვენა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ცხელი ამბები