Aa
Aa

"სიტი" მანგალას გაიაში გაცვლის?

ბრიტანული Daily Star-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" ხოსე გაიას შესაძენად, მზადაა ელაკიმ მანგალა დათმოს. 

საქმე ისაა, რომ გაია "ვალენსიას" ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც მანჩესტერელთა ფრანგი მცველი ელაკიმ მანგალა განათხოვრების წესით თამაშობს. ვალენსიელებს მანგალას გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა მათ "სიტი" სთავაზობს, რომ ფეხბურთელები ყოველგვარი თანხის გარეშე გაცვალონ. 

ასევე სათქმელია, რომ 21 წლის განაპირა მცველის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა. მისი თავის რიგებში გადაყვანა ლონდონის "არსენალსაც" სურს.

გვარდიოლას გუნდს დაცვის ფლანგებზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა პაბლო საბალეტაც, ალექსანდარ კოლაროვიც, ბაკარი სანიაცა და გაელ კლიშიც 30 წელს არიან გადაცილებულნი. 

იწერება იმის შესახებაც, რომ მანჩესტერელებს ამ პოზიციისათვის "მონაკოს" 22 წლის მარცხენა მცველი, ბენჟამიმ მენდიც ჰყავთ შეგულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები