გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "მეტოქეს მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ჩელსისთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად უნდა გავიაზროთ, თანაც გასვლაზე ვთამაშობთ. ჩვენი მეტოქე შესანიშნავი გუნდია, რომელთანაც დიდი მატჩი გველის. 

მათ შაბათს ითამაშეს, ჩვენ - კვირას, შესაბამისად, მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდათ. ზოგადად, ჩვენი გუნდი ევროტურნირებზე გამოდიოდა, ეს გადატვირთული გრაფიკი კი რთული გადასატანია. ეს ყველაფერი წელს "ჩელსის" არ ეხებოდა, რაც მათთვის უპირატესობაა. 

პოზიცია, რომელზეც ახლა "ჩელსია" მან ნამდვილად დაიმსახურა". - განაცხადა გვარდიოლამ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, "ჩელსი" და "სიტი" ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე" შეხვდებიან. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები