Aa
Aa

"პეპი" პეპეს ეპატიჟება

"მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალის" ვეტერანი მცველის, პეპეს გადაბირებითაა დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული სპორტული გამოცემა Marca ავრცელებს. 

ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა ბრიტანულ პრესაშიც დაიწერა, რომ "ქალაქელები" ზაფხულში ცენტრალური დაცვის გაძლიერებაზე სერიოზულად იმუშავებენ. 

34 წლის პეპეს "რეალთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩინეთში გადასვლა არ სურს და კარიერის ევროპაში გაგრძელება უნდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები