მანოლასი
Aa
Aa

მანოლასი "ინტერში" გადაწყვეტილია?

იტალიური ტელეარხის Telelombardia-ს ინფორმაციით, რომელიც ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიაა, "ინტერი" კოსტას მანოლასს შეუთანხმდა. 

"რომას" ბერძენ მცველს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა "ნერაძური" 43 მილიონ ევროს გადაიხდის და მანოლასი მის რიგებში ჩაირიცხება. გარდა ამისა, მილანელები გარკვეულ თანხას ბონუსების სახითაც გადაიხდიან. 

25 წლის მანოლასი მიმდინარე სეზონში "რომას" ერთ-ერთი ლიდერია და ძალიან საიმედოდ თამაშობს. მისი საკუთარ რიგებში ხილვა "არსენალსა" და "ჩელსისაც" სურდათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები