კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "იბრა ერთ-ერთი საუკეთესოა"!

ინგლისური "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. 

"ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რომ იბრაჰიმოვიჩი პრემიერ ლიგაშიც ასე ძლიერად ათამაშდა. ის ძალიან ძლიერია, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად და ამასთანავე არის უნიჭიერესი ფეხბურთელი. არ დაგიმალავთ, მისით აღფრთოვანებული ვარ. 

მის ასაკში ასე თამაში ურთულესია, თუმცა "იბრა" ამას ახერხებს. გააქვს ბევრი გოლი და გუნდურ სამუშაოსაც ბრწყინვალედ ასრულებს. 

მე მისი მწვრთნელი ვიყავი, როცა ახალგაზრდა გახლდათ. იგი ხანდახან ჯიუტ ხასიათს ავლენდა, თუმცა ეს ნორმალურია. ადამიანი მუდმივად იცვლება, მეც მაშინ ბევრ საკითხზე სხვანაირად ვფიქრობდი, ეს ბუნებრივიცაა.

მაშინ "აიაქსში" ბევრი ტალანტი იყო - რაფა ვან დერ ვაარტი, ჯონი ჰეიტინგა, ნაიჯელ დე იონგი, აჰმედ მიდო და ა.შ. ზოგმა მანქანების ყიდვა და გართობა ამჯობინა, მათ კი ვინც შრომა არ დაიზარა - დღეს დიდი ფეხბურთელია. 

ზლატანს ბოლო 5 თვეში რამდენჯერმე შევხვდი და ვისაუბრეთ. მას ძალიან კარგად ახსოვს ის პერიოდი და გამომვლილი სირთულეები. ის მენტალურად ძლიერი ადამიანია". - დასძინა კუმანმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები