შონ დაიში:
Aa
Aa

შონ დაიში: "არსენალის" გაწვრთნას ახლა არ დავთანხმდებოდი"

პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენლის, "ბარნლის" მთავარმა მწვრთნელმა, შონ დაიშმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"ამ მომენტში "არსენალის" გაწვრთნა რომ შემომთავაზონ არ დავთანხმდები, რადგან ჩემი აზრით, საამისოდ მეტი გამოცდილება მჭირდება. უფრო ღრმა ცოდნა, რომელიც საშუალებას მომცემს ასეთ გუნდს სათავეში ჩავუდგე. სწორედ ამიტომ ბევრს ვშრომობ და ვცდილობ ყოველდღიურად განვვითარდე". - განაცხადა დაიშმა.

"ბარნლი" პრემიერ ლიგის 30 ტურის შემდეგ, 32 ქულით, მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები