ნაინგოლანმა ფრანჩესკო ტოტი როჯერ ფედერერს შეადარა
Aa
Aa

ნაინგოლანმა ფრანჩესკო ტოტი როჯერ ფედერერს შეადარა

იტალიური "რომას" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა, მისი ამჟამინდელი გუნდის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი შვეიცარიელ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს შეადარა:

"ფედერერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენია. ჩვენ გვყავს ტოტი, რომელიც 40 წლისაა და დღემდე "რომას" ღირსებას იცავს. ის სპორტის ისეთივე ფასდაუდებელი და ლეგენდარული წარმომადგენელია, როგორიც როჯერ ფედერერი. რაც შეეხება ჩემს საყვარელ ფეხბურთელებს, ასეთები ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ედენ აზარი არიან" - განაცხადა როჯერ ფედერერმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის როჯერმა გუშინ მაიამის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა (6:3, 6:4).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები