ნეიმარმა
Aa
Aa

ნეიმარმა "ბარსას" ფორმით მე-100 გოლი შეაგდო

"ბარსელონას" 25 წლის ბრაზილიელმა სუპერსტარტმა, ნეიმარმა კლუბის შეამდგენლობაში თავისი მე-100 გოლი, გუშინ "გრანადასთან" მატჩისას გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც იგი "ბარსაში" თამაშობს, ყველაზე მეტჯერ "ბილბაოსა" და "ვილიარეალის" კარი აიღო - ორივე ამ გუნდს 8 გოლი გაუტანა.

"პსჟ" მან 7-ჯერ დაამწუხრა, 6 გოლი "ატლეტიკოს", "რაიოსა" და "სელტას" შეუგდო, 5 - "სოსიედადსა" და "გრანადას", 4 - "სევილიას", "ელჩეს", ხიხონის "სპორტინგს", "სელტიკსა" და "ხეტაფეს", 3 - "რეალს", "ბაიერნს", "ესპანიოლსა" და "ლევანტეს", 2 - "ბატესა" და "ეიბარს", ხოლო თითოჯერ "ლეგანესის", "დეპორტივოს", ალავესის", "ალმერიას", "ლას პალმასის", "არსენალის", "იუვენტუსის", "ბეტისის", "ვალიადოლიდის", "კარტახენას", "კორდობას", "აიაქსისა" და "სიტის" მეკარეები "დაასაჩუქრა". 

ნეიმარი კატალონიურ გუნდში 2013 წელს ბრაზილიური "სანტოსიდან" 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები