გვარდიოლამ ნავასი შეაქო
Aa
Aa

გვარდიოლამ ნავასი შეაქო

"არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც 2:2 დასრულდა, მანჩესტერელთა შემტევმა ხესუს ნავასმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მასზე კომენტარი პეპ გვარდიოლამაც გააკეთა. 

"მინდა მივულოცო ხესუსს, რადგან მან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. მე ის მარჯვენა მცველად იმიტომ ვათამაშე, რომ ბაკარი სანია ტრავმირებული იყო, ხოლო საბალეტა 100%-ით მზად არ გახლდათ. 

ხესუსი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და საოცრად მონდომებულია. ბედნიერი ვარ, რომ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი მყავს. 

ჩემ გუნდს საუკეთესოდ არ უთამაშია, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩია". - განაცხადა გვარდიოლამ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები