ბრაჰიმი
Aa
Aa

ბრაჰიმი "იუვენტუუსის" ინტერესთა სფეროში მოხვდა

"პორტოს" თავდამსხმელი იასინ ბრაჰიმი, ტურინის "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. როგორც იტალიური გამოცემა "Tuttosport" იუწყება, "ბიანკონერის" ხელმძღვანელები პორტუგალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრასაც დაესწრნენ, სადაც "პორტუ" თანაქალაქელ "ბენფიკას" უპირისპირდებოდა. მათი დაკვირვების ობიექტი კი, სწორედ ბრაჰიმი იყო.

ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელმა მოედანზე 87 წუთ დაჰყო, თუმცა საკუთარი გუნდისთვის რაიმე განსაკუთრებული სარგებელი არ მოუტანია. ზოგადად კი, მიმდინარე სეზონში იასინ ბრაჰიმიმ "პორტოს" მაისურით სულ 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.

ბრაჰიმის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები