მადრიდის
Aa
Aa

მადრიდის "რეალი" ტიაგო ალკანტარას შეძენას ეცდება

"OK Diario"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას, საკუთარ გუნდში მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ტიაგო ალკანტარას ხილვა სურს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "სამეფო კლუბში" მზადყოფნას გამოთქვამენ იმისთვის, რომ ალკანტარას სანაცვლოდ მიუნხენურ გრანდს სერიოზული წინადადებით მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის დაბრუნებით "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, თუმცა "ბაიერნმა" მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მოითხოვა. ამაზე კი, კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მათთვის ტიაგო ალკანტარას სატრანსფერო ფასი ზედმეტად ბევრი იყო და მოლაპარაკებებიც იმ წამსვე შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები