ანრი:
Aa
Aa

ანრი: "გუნდს ემოცია აკლია"

ლონდონის "არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრიმ, "სიტისთან" გამართული გუშინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა. 

"თვალში მომხვდა, რომ გატანილი გოლებისას "არსენალის" ფეხბურთელებს ემოციები დიდად არ გამოუხატავთ. ორივე გოლი ფეხბურთელებმა ისე მიიღეს, თითქოს მათ თამაში ორჯერ არ შემოეტრიალებინათ. 

ფეხბურთელებზე იმხელა ზეწოლაა, ისინი გოლებისას უბრალოდ გაითიშნენ და ზეიმი სულ გადაავიწყდათ, რაც კარგი ნამდვილად არაა". - აცხადებს ანრი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "არსენალი" "სიტისთან" ორჯერ აგებდა, თუმცა უოლკოტმა და მუსტაფიმ "მეთოფეებს" ქულა გადაურჩინეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები