ფედერერმა ნადალს ისევ მოუგო და მაიამის მასტერიც თავისთვის დაიტოვა
Aa
Aa

ფედერერმა ნადალს ისევ მოუგო და მაიამის მასტერიც თავისთვის დაიტოვა

მსოფლიო ჩოგბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მორიგი, კარიერის 91-ე ტურნირი მოიგო. 

"მხიარული როჯერი" თავის ეპიკურ მეტოქე რაფა ნადალს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. წელს რაფასა და როჯერს ორჯერ ჰქონდათ ნათამაშები - "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ფედერერმა 5 სეტიანი ფინალი მოიგო, ხოლო დაახლოებით 1 კვირის წინ ინდიან უელსის მასტერსზე უმარტივესად, 6:2 6:3 იმარჯვა. 

გუშინდელი შეხვედრაც 35 წლის "მაესტროს" კარნახით წარიმართა. მან ორივე სეტის გადამწყვეტ მომენტში ბრეიკი შეასრულა და მატჩი ანგარიშით 6:3 6:4 მოიგო. აღსანიშნავია, რომ როჯერს საკუთარი მოწოდება არ წაუგია, მას 4 ბრეიკ-პოინტის გარადჩენა მოუხდა. 

საინტერესოა, რომ ეს მოთამაშეები ფინალურ შეხვედრაში პირველად სწორედ მაიამიში, 2005 წელს დაუპირისპირდნენ.

გუშინდელი მატჩი ამ ლეგენდებს შორის რიგით 37-ე გახლდათ - ნადალი ამ მხრივ უკეთესია, რადგან მან როჯერი 23-ჯერ დაამარცხა, ხოლო თავად 14 თამაში დათმო. 

ამ გამარჯვებით ფედერერმა 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც კლასიფიკაციის მე-4 საფეხურზე აღზევდა და სწორედ ნადალის წინაკვირინდელი ადგილი დაიკავა. თავის მხრივ ესპანელმა 1 პოზიციით ქვემოთ ჩაიჩოჩა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები