ოქრუაშვილის ოქრო და საქართველოს მე-6 მედალი
Aa
Aa

ოქრუაშვილის ოქრო და საქართველოს მე-6 მედალი

გასულ უქმეებზე ჩვენ დედაქალაქ თბილისში ძიუდოს "გრან პრი" ჩატარდა, რომელიც საქართველოს ნაკრებისათვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ქართველებმა საერთო ჯამში 6 მედლის მოპოვება შეძლეს. 

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა. მის გარდა თავიანთ წონებში ლაშა გიუნაშვილმა (66 კგ.) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ.) იპირველეს, ვერცხლის მედალს ამირან პაპინაშვილი (66 კგ.) დაეპატრონა, ხოლო ბრინჯაოს - უშანგი მარგიანი (90 კგ.) და ლევან მატიაშვილი (+100). 

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. ბრაზილიელებმა და რუსებმა 10-10 მედალი მოიპოვეს და ორივეს 3-3 ოქრო ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელებმა მეტოქეს ვერცხლის მედლის წყალობით აჯობეს. 

ცხელი ამბები