თბილისის
Aa
Aa

თბილისის "გრან პრი" - ქართული ფინალი და ქართველი ფინალში!

დღეს, "ოლიმპიურ სასახლეში", ძიუდოში თბილისის "გრან პრი" დაიწყო, რომელიც აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის წარმატებით გაიხსნა. 

საქმე ისაა, რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალია - ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდება. რაც შეეხება 66 კილოგრამ წონით კატეგორიას, ფინალში აქაცაა ქართველი, ოღონდ ლაშა გიუნაშვილს მეტოქედ მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჯი ეყოლება. 

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის "გრან პრის" საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია. ტურნირი 2 აპრილს დასრულდება.

ცხელი ამბები