კატალონიური რადიო:
Aa
Aa

კატალონიური რადიო: "ბელერინი "ბარსაში" თამაშს დათანხმდა"!

ძველი ამბავია, რომ "ბარსელონას" დაცვის მარჯვენა ფრთაზე პრობლემები აქვს და ამ პოზიციის შესავსებად კლუბმა თვალი ექტორ ბელერინს დაადგა. 

SER Catalunya radio-ს ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც სახელად La Graderia ჰქვია, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ექტორ ბელერინმა "ბარსაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. 

ფეხბურთელმა თქვა, რომ "ბარსელონას" სპორტულ დირექტორ რობერტ ფერნანდესს პირადად შეხვდა და თემა, რა თქმა უნდა, ტრანსფერს შეეხებოდა. 

ჯერჯერობით სხვადასხვა სპორტული გამოცემები ამ ინფორმაციას არ იზიარებენ. თუმცა ბანალურად ვთქვათ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები