მანჩესტერული დერბი კიმიხისთვის
Aa
Aa

მანჩესტერული დერბი კიმიხისთვის

ორი მანჩესტერული გრანდი - "იუნაიტედი" და "სიტი", მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალის, ჯოშუა კიმიხისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ. 

ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ რა თანხის გაღებას აპირებენ მანჩესტერელები, თუმცა თუ მათ ფინანსურ შესაძლებლობებსა და მადას გავითვალისწინებთ, ტრანსფერის შემთხვევაში "ბაიერნს" სერიოზული სარგებელი ექნება. 

22 წლის მცველ-ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მკვეთრად მოუმატა და "რეკორდმაისტერისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. გარდა ამისა, რამდენიმე საჭირო გოლიც გაიტანა. 

კიმიხს არაერთი მსურველი ჰყავს. მათ შორის, ცოტა ხნის დაიწერა, რომ მისი გადაბირების ერთ-ერთი მოსურნე თვით კატალონიის "ბარსელონაა". ასევე არის კიდევ რამდენიმე ესპანური კლუბი, რომლებიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები