Aa
Aa

"მანჩესტერი" მერტენსს ელაპარაკება

იტალიური გამოცემის Mediaset-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნაპოლის" ბელგიელ შემტევ დრის მერტენსთან მოლაპარაკებები წამოიწყო. 

როგორც ირკვევა, ინგლისელები მერტენსს ტელეფონით დაუკავშირდნენ და "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე ჩამოუგდეს სიტყვა. 

ბელგიელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იგი პრემიერ ლიგის მიმართ სიმპატიის გამოხატვას არასდროს ერიდებოდა და წესით არც მაინცდამაინც "იუნაიტედის" საწინააღმდეგო უნდა ჰქონდეს რაიმე. 

29 წლის მერტენსს ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტის ვადა მომავალის სეზონის ბოლოს ეწურება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები